პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის საფასური 150 ლარი იქნება
თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.
ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.