პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
საფრანგეთის დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პარიზის ქუჩებში გამოსული ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში ათი ათასიდან, 13 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საფრანგეთის დედაქალაქში ხუთი ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული.
ხელისუფლების წინაღმდეგ საპროტესტო აქციები პარიზში უკვე მე-12 კვირაა იმართება. საპროტესტო აქციები საწვავზე ფასების მატების გამო დაიწყო და შემდეგ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.