პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ვიდეო]
პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ვიდეო]

პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გააპროტესტეს. ისინი აცხადებენ, რომ სისტემური რასიზმის ნიშნები და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები საფრანგეთშიც არსებობს. ფრანგი დემონსტრანტები 24 წლის ადამა ტრაორეს მკვლელობასაც აპროტესტებენ, რომელიც პარიზში 2016 წელს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა. „როიტერის“ ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ დემონსტრანტებმა უკან დაიხიეს.

დღეს საფრანგეთში მემარჯვენე დაჯგუფებებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ერთ-ერთი შენობის თავზე გადმოკიდეს ბანერი წარწერით: „თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.