პარიზში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი რამდენჯერმე გამოიყენა
პარიზში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი რამდენჯერმე გამოიყენა. პარიზში აქციას აშუქებს პირველი არხის გადამღები ჯგუფი. ცრემლსადენი აირის გამოყენების კადრები პირველი არხის კამერამაც დააფიქსირა. საპროტესტო აქციიდან ლაივი 1tv.ge-ზე და პირველი არხის „ფეისბუქზე“ შეგიძლიათ ნახოთ.
არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი მას შემდეგ გაუშვეს, რაც აქტივისტების ნაწილი ტრიუმფალურ თაღთან მიახლოებას შეეცადა.
ზოგიერთი მომიტინგე პოლიციას სხვადასხვა საგნებს ესვრის. ჯერ სამართალდამცველთა მხრიდან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დღეს ყვითელჟილეტიანების აქცია იმართება. მსგავს დემონსტრაციებში უკვე ერთი თვეა ყოველ უქმე დღეებზე იმართება პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც. თავდაპირველად აქციის მონაწილეები საწვავზე გადასახადების ზრდად აპროტესტებდნენ. მათ მოთხოვნა მთავრობამ შეასრულა და ბიუჯეტისდან აღნიშნული ინიციატივა ამოიღეს, თუმცა ამჯერად დემონსტრანტები გადასახადების შემცირებას, სოციალური დახმარების და პენსიების გაზრდას ითხოვენ. აქციაზე ისმის მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც.