პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი დაიწყო. შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მონაწილეობენ.
ეს 2016 წლის შემდეგ ნორმანდიული ოთხეულის პირველი შეხვედრაა.
ოთხი ქვეყნის ლიდერის ერთობლივი მოლაპარაკებების გარდა ელისეის სასახლეში ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება, მათ შორის დაგეგმილია პირისპირ მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება. მანამდე ორი ქვეყნის პრეზიდენტს ერთმანეთთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
მოლაპარაკებების მთავარი თემა მინსკის შეთანხმებების შესრულების პირობებია. შეხვედრის შემდეგ მოსალოდნელია ერთობლივი კომუნიკეს მიღება.