პარიზში მდინარე სენა ადიდდა
პარიზში მდინარე სენა ადიდდა

ძლიერი წვიმის შედეგად, პარიზში მდინარე სენა ადიდდა. წყლის დონემ 6 მეტრით მოიმატა, რის გამოც მდინარე შესაძლოა, კალაპოტიდან გადმოვიდეს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, სანაპიროზე მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე შენობებს შესაძლოა, დატბორვის საფრთხე ემუქრებოდეს.

აღნიშნულ რეგიონში მაგისტრალებზე წყალი გადმოვიდა. არსებული ვითარების გამო, ქალაქში დროებით შეჩერებულია ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ტური – ნავით გასეირნება მდინარე სენაზე.

1910 წლის შემდეგ დატბორვის საფრთხის წინაშე პარიზში სენას სანაპიროზე მდებარე ტერიტორია არ დამდგარა.