პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა
პარიზში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე დანით სამი ადამიანი დაჭრეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
ინციდენტი ლიონის სადგურზე მოხდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო თვეებში პარიზის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანით თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი მოხდა დეკემბერში ეიფელის კოშკთან, როდესაც სამი ტურისტი დაჭრეს, ერთი – სასიკვდილოდ. ხოლო გასული წლის იანვარში პარიზის ერთ-ერთ სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი დაჭრა.