პარიზში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება
პარიზში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

11 წელს გადაცილებული ადამიანები ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა მდინარე სენას სანაპირო, ღია ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, პირბადე ატარონ.

საფრანგეთში, ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად საშუალოდ, ვირუსის 400 ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 235 237 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3,327 გარდაიცვალა.