პარიზში, ერთ-ერთი კაფეს ტერასას მანქანა დაეჯახა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი
პარიზში, ერთ-ერთი კაფეს ტერასას მანქანა დაეჯახა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შემთხვევა პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, მე-20 რაიონში მოხდა.
როგორც პოლიცია აცხადებს, მანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.