პარიზის საკონცერტო დარბაზი „სალ გავო“ ქართველ ხელოვანებს საკონცერტო სივრცეებს დაუთმობს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზის საკონცერტო დარბაზის „სალ გავოს“ დირექტორებს, ჟან-მარი და შანტალ ფურნიეებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართველი ხელოვანების ხელშეწყობის თაობაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
„ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია სისტემურად ღონისძიებების გამართვა. დარბაზის დირექტორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ამ პროცესს და დაუთმონ საკონცერტო დარბაზების სივრცეები ქართველ ხელოვანებს მომავალ სეზონებზე“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეხვედრას საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი კულტურის საკითხებში პაატა მაჭავარიანი ესწრებოდა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.