პარიზის პოლიცია ბიზნესობიექტებს დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს
ფრანგი სამართალდამცველები ხვალ პარიზში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო დედაქალაქის ცენტრში არსებული ბიზნესობიექტების მფლობელებს აფრთხილებენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რესპუბლიკისა და ოპერის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველა კაფე და რესტორანი, ასევე ყველა სავაჭრო ობიექტი შაბათს საღამოს დაკეტილი უნდა იყოს. ტერიტორიაზე არ უნდა იყოს განთავსებული ისეთი ნივთები, რაც შესაძლოა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ თავდასხმის იარაღად იქნას გამოყენებული.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პარიზში დემონსტრაცია 2016 წელს პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გარდაცვლილი ადამა ტრაორეს ხსოვნას ეძღვნება და აშშ-ში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.