პარიზის პოლიცია ბიზნესობიექტებს დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს

17:53, 12.06.2020
People wearing face masks raise their fist in place de la Republique in Paris, on June 9, 2020, during a demonstration against racism and police brutality in the wake of the death of George Floyd, an unarmed black man killed while apprehended by police in Minneapolis. (Photo by THOMAS COEX / AFP) (Photo by THOMAS COEX/AFP via Getty Images)

ფრანგი სამართალდამცველები ხვალ პარიზში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო დედაქალაქის ცენტრში არსებული ბიზნესობიექტების მფლობელებს აფრთხილებენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რესპუბლიკისა და ოპერის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველა კაფე და რესტორანი, ასევე ყველა სავაჭრო ობიექტი შაბათს საღამოს დაკეტილი უნდა იყოს. ტერიტორიაზე არ უნდა იყოს განთავსებული ისეთი ნივთები, რაც შესაძლოა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ თავდასხმის იარაღად იქნას გამოყენებული.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პარიზში დემონსტრაცია 2016 წელს პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გარდაცვლილი ადამა ტრაორეს ხსოვნას ეძღვნება და აშშ-ში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მსგავსი