პარიზის მეტროში გაკეთებული ანტისემიტური განცხადების გამო, ქალმა მამაკაცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
პარიზის მეტროში გაკეთებული ანტისემიტური განცხადების გამო, ქალმა მამაკაცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ „ლა ფიგარო“ ავრცელებს.
პარიზის მეტროში მამაკაცმა იქ მყოფ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელშიც.
„მოღალატეები ხართ. თქვენ ჩადიხართ დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. ჰიტლერი მართალი იყო“, – აცხადებდა მამაკაცი.
როგორც თვითმხილველი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, მამაკაცი ასევე თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა ებრაულ ოჯახს. გამოძიება გრძელდება, ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ.