პარიზის მერმა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის კრიტიკოსებს მწვავედ უპასუხა
პარიზის მერმა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის კრიტიკოსებს მწვავედ უპასუხა

პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა.

თამაშების გახსნის ცერემონიით აღშფოთებულთა საპასუხოდ, იდალგომ გამოიყენა ინგლისური უხამსი სიტყვები.

„ჯანდაბა რეაქციონერებს, ჯანდაბა ამ ულტრამემარჯვენეებს, ყველას, ვისაც სურს ჩვენი ჩათრევა ყველას წინააღმდეგ ომში“, – განაცხადა პარიზის მერმა და ორიგინალში სიტყვა „f*ck“ გამოიყენა.

ან იდალგოსთვის ეს არის მთელი პარიზული იდენტობა.

„არის აღფრთოვანება ამ წარმოუდგენელი ქალაქის მიმართ, რომელიც ბევრს არ ესმის, და ამავე დროს არის პარიზისადმი სიძულვილის ორკესტრირება. რატომ? რადგან პარიზი არის ყველას თავისუფლების ქალაქი, ლგბტქი+ თავშესაფარი, ქალაქი, სადაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ქალაქი, სადაც არის ქალი მერი, მემარცხენე, რომელიც, გარდა იმისა, რომ უცხოელი და ორნაციონალური წარმოშობისაა, ასევე არის ფემინისტი და გარემოსდამცველი“, – განაცხადა ან იგალგომ.