პარიზის გარეუბანში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
პარიზის გარეუბანში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ჯიჰადისტებთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ის ინფორმაციით, დანით თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლმა“ განახორციელა.
Associated Press-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელი პავილიონში იმყოფებოდა და „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. სპეცოპერაციის დროს, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.