პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა

13:25, 23.08.2018

პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი პავილიონში იმყოფებოდა და „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

ტელეკომპანია BFMTV-ის ცნობით, თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ფაქტს ჯერ არ ადასტურებენ.

მსგავსი