პარიზის ცენტრში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე საიუველირო მაღაზია გაძარცვეს
პარიზის ცენტრში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე საიუველირო მაღაზია გაძარცვეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე სამკაულების მაღაზია Dinh Van-ში ელექტროშოკერითა, ცრემლსადენი გაზის აეროზოლითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი პირი შეიჭრა. არსებული მონაცემებით, წაღებულია 2 მილიონამდე ევროს ღირებულების ნივთები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში პარიზში გაძარცვეს შანზელიზეზე მდებარე ერთ-ერთი უძველესი საიუველირო მაღაზია Chaumet. მოგვიანებით, დააკავეს ორი ეჭვმიტანილი, ასევე ნაპოვნია მაღაზიიდან წაღებული დაახლოებით ორი მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა.