პარაპლანით მფრინავი, რომელსაც გუდაურში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისში მკურნალობს
პარაპლანით მფრინავი, რომელსაც გუდაურში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისში მკურნალობს

პარაპლანით მფრინავი რუსეთის მოქალაქე, რომელსაც გუდაურში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კლინიკა „ლანცენტში“ მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თანამშრომლების თქმით, გუდაურის მცხოვრებლებმა მათ გზა გადაუკეტეს და წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რა დროსაც, შელაპარაკება მოხდა. მათივე თქმით, ადგილობრივები მათ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პარაპლანით მფრინავებს შორის კონფლიქტია ასახული. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

„ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში კონფლიქტი მოხდა ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ მფრინავთა ჯგუფს შორის.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“, – განაცხადეს შსს-ში.