პარაგვაის ხელისუფლებას ისრაელში თავის საელჩო იერუსალიმიდან კვლავ თელ ავივში გადააქვს
პარაგვაის ხელისუფლებას ისრაელში თავის საელჩო იერუსალიმიდან კვლავ თელ ავივში გადააქვს. ამის შესახებ ნათქვამია პარაგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის ალბერტო კასტილიონიმ აღნიშნა, პარაგვაის სურს, მხარი დაუჭიროს რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას.
პარაგვაის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ისრაელმა პარაგვაიდან ელჩი გაიწვია და აღნიშნულ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში თავისი საელჩოს დახურვის შესახებ განაცხადა.
ამასთან, ისრაელში არ აკონკრეტებენ, ნიშნავს თუ არა ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.
ისრაელში პარაგვაის საელჩო თელ ავივიდან იერუსალიმში მაისში გადაიტანეს. დიპლომატიური მისია საზეიმოდ გაიხსნა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პარაგვაის მაშინდელი პრეზიდენტის ორასიო კორტესის თანდასწრებით.
პარაგვაიმ დიპლომატიური მისიის იერუსალიმში გახსნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო.
15 აგვისტოს პარაგვაის ახალი პრეზიდენტი მარიო აბდო ბენიტესმა მოვალეობის შესრულებას შეუდგა. თანამდებობაზე დანიშვნიდან სამ კვირაში მან იერუსალიმში საელჩოს გადატანის შესახებ თავისი წინამორბედის გადაწყვეტილება გააუქმა.
იერუსალიმი ისრაელსა და პალესტინას შორის სადავო ქალაქია. კონფლიქტის ორივე მხარე ქალაქს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს.