ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს ბრალი დაუზუსტდა. გამოძიებამ თითოეული დაკავებულის შესახებ დაადგინა, რა სახის კავშირი ჰქონდათ ახმედ ჩატაევთან და მის ტერორისტულ დაჯგუფებასთან. ამასთანავე, დაზუსტებულ ბრალდებაში მთავარი საგამოძიებო უწყება ექვს დაკავებულს 331-ე პრიმა მუხლის არა მესამე, არამედ პირველ ნაწილს ედავება.
ბრალი არ შეუბსუბუქდათ მხოლოდ შოაიფ ბორზიევსა და რუსლან ალდამოვს.
დაზუსტებული ბრალის მიხედვით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ტერორიზმის დაფინანსება, ფინანსური სახსრების ან სხვა სახის ქონების შეგროვება ან მიწოდება, იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება, ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ.
დანაშაული ისჯება 10-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით.
ინფორმაცის ადასტურებენ მთავარ საგამოძიებო უწყებაში.
საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით რვა პირი დააკავა.