პანკისის ხეობაში გუშინ დაკავებულ ხუთ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
პანკისის ხეობაში გუშინ დაკავებულ ხუთ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
დაკავებულთაგან ერთს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების დახმარება, ხოლო დანარჩენ პირებს ბრალად ედებათ მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.
როგორც ადვოკატმა ანა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს საქმის მასალების რამდენიმე ტომი გადაეცა.
„სუს-ში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ბრალის წარდგენა დასრულდა. გადმოგვეცა რამდენიმე ტომი, დღის განმავლობაში გავეცნობით მასალებს და გვეცოდინება მტკიცებულებებზე. ბრალდება გახლავთ 328-ე მუხლი და 327-ეს პირველი ნაწილი, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება, წევრობა და დახმარება. ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობენ დამნაშავედ. ჯერ ფიზიკურად ვერ გავეცანი მასალებს, გადმომეცა აუდიო-ვიდეოჩანაწერები“, – განაცხადა ანა ლილუაშვილმა.
პანკისის ხეობის ორ სოფელში, დუისსა და ქორეთში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი გუშინ დააკავეს.