პანდემიის გამო, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში 41 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩება
პანდემიის გამო, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში 41 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩება

პანდემიის გამო, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში 41 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

ახალი კვლევის მიხედვით, უმუშევრობა პანდემიის გამო 4-5 პროცენტით გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ უსამსახუროდ დარჩება 41 მილიონი ადამიანი. ეს კი რეკორდული მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი საფრთხე სასტუმრო, სარესტორნო და მომსახურების სექტორში დასაქმებულ პირებს ემუქრებათ. კვლევის მიხედვით, პრობლემები ექნებათ მცირე ბიზნესში ჩართულ პირებსაც.

პანდემიის დაწყებამდე ლათინური ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონებში უმუშევრობა 8,1%-ს აღწევდა.