ესპანეთში, პალმა დე მალიორკაზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა აეროპორტი.
პალმა დე მაიორკას აეროპორტის ოპერატორმა დაადასტურა, რომ დაიტბორა დაწესებულების ზოგიერთი შესასვლელი და ტერმინალის შენობა.
აეროპორტმა, რომელიც სიდიდით მესამეა ესპანეთში, ფრენები სხვა აეროპორტებში გადაამისამართა.
როგორც მედია წერს, გასულ წელს პალმა დე მალიორკას აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 31,1 მილიონს მიაღწია, რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს.