პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზის სექტორში სკოლაზე შეტევა განახორციელა, დაღუპულია, სულ მცირე, 15 ადამიანი
პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე შეტევა განახორციელა.
როგორც მედია წერს, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ისრაელის თავდასხმა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მდებარე ალ-ფახოურას სკოლაზე მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა ბევრი ადამიანი, რომლებიც სკოლის შენობას აფარებდნენ თავს.
პალესტინური მხარის ცნობით კი, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით ადამიანი დაიჭრა.
თავდასხმის შესახებ ისრაელის სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა აიღო.