პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ჯენინში ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ჯენინში ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი გარდაცვლილი ალ-ქუდსის ბრიგადის მებრძოლი იყო.

თავდასხმა იბნ-სინას საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ ჯენინში საჰაერო თავდასხმის შედეგად ტერორისტები მოკლეს.