პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში“ აცხადებენ, რომ რაფაჰში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა
პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში“ აცხადებენ, რომ რაფაჰში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ ავრცელებს.

„ქალაქი, რომელიც ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის თავშესაფარს წარმოადგენს, გახდა საბრძოლო თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდასხმების ინტენსიური სამიზნე“, – განაცხადეს „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში“.

როგორც მედია წერს, თავდასხმის სამიზნე ორი მეჩეთი და ათზე მეტი საცხოვრებელი სახლი იყო.