პალესტინის შსს - ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არის დიდი რაოდენობით მსხვერპლი
პალესტინის შსს - ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არის დიდი რაოდენობით მსხვერპლი

პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არის დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებული“.

პალესტინის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დარტყმები გასულ ღამეს და დღეს, დილით განხორციელდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა მასალები, რომლებშიც ჩანს აფეთქებული შენობები და სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალი, რომლებსაც ნანგრევებიდან დაღუპულების ცხედრები ამოჰყავთ.