პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნეთამიაჰუ ომს პირადი კარიერისთვის აგრძელებს
პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნეთამიაჰუ ომს პირადი კარიერისთვის აგრძელებს

პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ალ-მალიკი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ გადარჩენაზე ზრუნავს.

„ნეთანიაჰუს გადაწყვეტილი აქვს ომის გაგრძელება თავისი პირადი კარიერისთვის, პირადი მომავლისთვის და აშკარაა, რომ მას არ აინტერესებს უდანაშაულო ადამიანების ბედი, სიცოცხლე, როგორც ისრაელში, ასევე პალესტინაში. მას არ აინტერესებს ისრაელელი მძევლები და პალესტინელი უდანაშაულო ხალხი ღაზაში“, – განაცხადა მალიკიმ კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კონსტანტინოს კომბოსთან შეხვედრის შემდეგ.

მალიკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია რაფაჰზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად გზების პოვნა.

კვიპროსის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მან შესთავაზა, შეიქმნას სპეციალური, ცალმხრივი საზღვაო დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს დახმარების პირდაპირ ღაზაში მიწოდებას, თუმცა პროექტი ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ვერ განხორციელდება.

„ჩვენ ვეთანხმებით, რომ მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებები მოითხოვს დახმარების მასშტაბურ, შეუფერხებელ ნაკადს“, – განაცახადა კომბომ.