პალესტინის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრი - კატარი, ეგვიპტე, აშშ, ევროკავშირი და ესპანეთი მუშაობენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დროებითი შეწყვეტის გახანგრძლივებაზე
კატარი, ეგვიპტე, აშშ, ევროკავშირი და ესპანეთი მუშაობენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის გახანგრძლივებაზე, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიად ალ-მალიკიმ განაცხადა.
პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზავი შეიძლება, გაგრძელდეს „ერთი, ორი, სამი დღით“, მაგრამ არავინ იცის, ზუსტად რამდენ ხანს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელი მზადყოფნას გამოთქვამს, გაახანგრძლივოს ზავი ღაზაში მყოფი კიდევ 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ღაზაში 184 ადამიანია დატყვევებული.