პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კატარში ჩავიდა.
მედიის ცნობით, მაჰმუდ აბასი, სავარაუდოდ, შეხვდება კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის. მხარეები რეგიონში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
როგორც „სიენენი“ წერს, შეხვედრას ასევე დაესწრებიან კატარის პრემიერ-მინისტრი და ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა.