პალესტინელების მხარდასაჭერ აქციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შემდეგ ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, ისრაელმა თურქეთიდან თავისი დიპლომატები გამოიხმო. როგორც ისრაელის მედია წერს, ამის მიზეზი სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება გახდა.
„თურქეთის მხრიდან ესკალაციის რიტორიკის ფონზე, მე გავეცი დავალება თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა გადამეხედა ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განცხადებაში.
სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ღაზის სექტორში ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება”.