პალესტინელების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.
საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, ისრაელი ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლას დაესხა თავს, სადაც პალესტინელები აფარებდნენ თავს.
თავდასხმის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 18 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნეები იყვნენ „ჰამასის“ ტერორისტები, რომლებიც სკოლას იყენებდნენ ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. მათივე თქმით, ისრაელმა მიიღო ზომები მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად.