პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმას სულ მცირე ცხრა სტუდენტი ემსხვერპლა
პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა სტუდენტი დაიღუპა. ასევე, დაშავდა 37 ადამიანი. ბოროტმოქმედები ქალაქ პეშავარში მდებარე სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში დღეს შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაშავებულები არიან სტუდენტები, სამხედრო მოსამსახურეები, პოლიცილები, დაცვის წევრები და ჟურნალისტიც.
მედიასაშუალაბების ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად ოთხი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა „ტეჰრიკ თაიბანის“ მოძროაბამ აიღო.
როგორც ჟურნალისტები ყვებიან, ბოროტმოქმედებს ფარანაჯა ეცვათ. მათ უნივერსიტეტის დაცვის წევრი დაჭრეს და საერთო საცხოვრებელში შეიჭრნენ. ამ დროს შენობაში 100 სტუდენტი იმყოფებოდა.