პაკისტანში პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ აქციაზე ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ აქციაზე ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ისინი ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.
ექიმების ცნობით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. Reuters-ის ცნობით, დაღუპულებს შორის არის პარტია „ავამის“ ლიდერი, ჰარუნ ბილური.
თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ პეშავარში, საღამოს საათებში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სწორედ მაშინ აიფეთქა, როდესაც პოლიტიკოსი 200-მდე მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლას აპირებდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ ქვეყანაში არსებულ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
პოლიტიკური პარტია „ავამი“ ხშირად გამოდიოდა ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ.
2012 წელს პარტიის ლიდერის, ჰარუმ ბირულის მამა მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმის დროს დაიღუპა. ბაშირ აჰმედ ბირული ქვეყანაში მოღვაწე ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკოსი იყო.