პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

პაკისტანში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ტერაქტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ორაქზაის ოლქის ქალაქ კალაიაში 23 ნოემბერს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ხალხმრავალ ბაზართან, რელიგიური დაწესებულების შესასვლელში აიფეთქა თავი, რასაც 33 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, ქალაქ კარაჩიში ჩინეთის საკონსულოს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი – ორი სამხედრო და სამი თავდამსხმელი.