პაკისტანში, პოლიციასთან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო
პაკისტანის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ლაჰორიში პოლიციის გამშვებ პუნქტთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
მომხდარის შესახებ პაკისტანში თალიბანის სპიკერმა მოჰამად ხურასანიმ Reuters-ის ჟურნალისტსაც მისწერა სოციალურ ქსელში და ბომბის აფეთქებაში პასუხისმგებლობა „თალიბანს“ დააკისრა.
თავდასხმას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 18.
პოლიციის გენერალური ინსპექტორის მოადგილის განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა გამშვებ პუნქტთან პოლიცია გუშაგებს ცვლიდა. ამ დროს, პუნქტის სიახლოვეს, რელიგიური ხასიათის შეკრება ტარდებოდა, რასაც დაახლოებით 80 000 ადამიანი ესწრებოდა.
როგორც Reuters-ს ლაჰორის პოლიციის გენერალური ინსპექტორის მოადგილემ განუცხადა, გამოძიების პირველადი ვერსიით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო.