პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში მაღალ ტემპერატურას 65 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია, რის გამოც დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება.
მაღალი ტემპერატურა მუსლიმთა რამადანის დღესასწაულს დაემთხვა, როდესაც ისლამისტთა უმრავლესობა დღის განმავლობაში საკვებსა და სითხეს არ იღებს.