პაკისტანში მაღალი ტემპერატურის გამო 65 ადამიანი გარდაიცვალა

13:59, 23.05.2018

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში მაღალ ტემპერატურას 65 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია, რის გამოც დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება.

მაღალი ტემპერატურა მუსლიმთა რამადანის დღესასწაულს დაემთხვა, როდესაც ისლამისტთა უმრავლესობა დღის განმავლობაში საკვებსა და სითხეს არ იღებს.

მსგავსი