პაკისტანში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი და 30-ზე მეტი დაშავდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ARY News იტყობინება.
არსებული ცნობებით, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთში, პენჯაბის პროვინციაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. დაზარალებულები უახლოეს კლინიკებში გადაჰყავთ.