პაკისტანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი და 30-ზე მეტი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ARY News იტყობინება.

არსებული ცნობებით, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთში, პენჯაბის პროვინციაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. დაზარალებულები უახლოეს კლინიკებში გადაჰყავთ.