პაბლო იგლესიასი - სანჩესს 24 საათში დაავიწყდა, ვისი დამსახურებით გახდა პრემიერ-მინისტრი
პაბლო იგლესიასი - სანჩესს 24 საათში დაავიწყდა, ვისი დამსახურებით გახდა პრემიერ-მინისტრი

ესპანეთის მემარცხენე პარტია Podemos-ის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა ესპანეთის ახალი სოციალისტი პრემიერ-მინისტრი ახლად დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, სანჩესმა ახალ მთავრობაში ის კადრები შეარჩია, რომლებიც ორ მემარჯვენე პარტიას – „სახალხო პარტიასა“ და „მოქალაქეებს“ მოეწონებოდათ.

„სანჩესს სულ რაღაც 24 საათში დასჭირდა იმისთვის, რომ დაევიწყებინა, ვისი დამსახურებით გახდა პრემიერი“, – განაცხადა პაბლო იგლესიასმა.

პედრო სანჩესი პრემიერ-მინისტრად 2 ივნისს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ყოფილ პრემიერ მარიანო რახოის კორუფციული სკანდალის გამო უნდობლობა გამოუცხადეს. სანჩესის კანდიდატურას კენჭისყრის დროს სოციალისტურმა პარტიამ და მემარცხენე Podemos-მა დაუჭირეს მხარი.