პაატა სალია - წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად, ვიმედოვნებ, სახელმწიფო შეასრულებს ვალდებულებას
ადვოკატმა პაატა სალიამ იუსტიციის სახლში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოტხოვნით მიმართა.
როგორც ადვოკატმა იუსტიციის სახლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის ითხოვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმებას, მისივე თქმით, სამართლებრივად არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომ უზენაესი სასამართლოს აღსრულება მოხდეს.
„მე ახლა წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში და ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას. არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.