პაატა სალია - დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშისგან განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოს არ მიმართეს
„რუსთავი 2“- ის ახალი დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშისგან განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოს არ მიმართეს.
მისი თქმით, სწორედ ეს იურიდიული რჩევა გაითვალისწინა ხალვაშმა, როდესაც სარჩელს ხანდაზმულობის ვადა ეწურებოდა.
„ქიბარ ხალვაშს არ შეუშლია ხელი სამართლებრივი გზებით განეხორციელებინათ თავიანთი უფლებების დაცვა. მიემართათ სამოქალაქო სასამართლოსთვის. მათ პროკურატურას მიმართეს. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმაც მიმართა სასამართლოს 2007 წელს და 10-წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლამდე ჩვენ სარჩელით მივმართეთ სამოქალაქო სასამართლოს, ანალოგიურის გაკეთება მათაც შეეძლოთ და შესაბამისად, აღარ იქნებოდა საუბარი იმაზე ხალვაშია კანონიერი მესაკუთრე, ჯარჯი თუ დვალი. მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურის მიერ არც ქიბარ ხალვაშის მიმართ მომხდარა რაიმეს დადგენა და ანალოგიური მდგომარეობაა, როგორიც აქვთ აქიმიძესა და დვალს. ქიბარ ხალვაშმა მიმართა ყველა ეფექტურ სამართლებრივ მექანიზმს, ეს მათი არჩევანია, თუ რატომ არ ქნეს იგივე და დაეცვათ თავიანთი უფლებები. მე ვერ ვიქნები მათი ადვოკატი, ხალვაშმა ეს იურიდიული რჩევა გაითვალისწინა“, – აცხადებს სალია.