პაატა მანჯგალაძე - უკრაინელების ემოციური მდგომარეობა განსხვავებულია, ჩვენ შეიძლება, რაღაც ხისტი და არაზუსტი მოგვეჩვენოს, მაგრამ ამის გამო კასიანოვის კრიტიკას არ ვაპირებ
უკრაინას ყოველდღე თავზე აცვივა ბომბები და კლავენ ადამიანებს, შესაბამისად, მათი ემოციური მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსხვავებულია.
„ჩვენ შეიძლება, რაღაც ხისტი და არაზუსტი მოგვეჩვენოს, მაგრამ ამის გამო კასიანოვის კრიტიკას არ ვაპირებ. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსხვავებულია და მათი გაგება გვიჭირს. უკრაინელებს უნდოდათ, რომ მათთვის „ჯაველინი“ და „ბუკი“ მიგვეცა, რაშიც გასაკრიტიკებელი არაფერია. ამ თხოვნაზე ჩვენი პასუხი უნდა ყოფილიყო: – არა, მეგობარო, ამის მოცემა არ შეგვიძლია, რადგან საქართველოსაც უდგას თავდაცვის ამოცანები. ჩვენი პასუხი არ უნდა ყოფილიყო: – ომში ჩართვა გინდა, საქართველოს აოხრება და განადგურება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.