პაატა მანჯგალაძე - ძალიან მალე უნდა მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი, რომ ყველა ერთად გადავერთოთ საზოგადოების პრობლემების მოგვარებაზე
ძალიან მალე უნდა მოგვარდეს ეს პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ ყველა ერთად გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.
ძალიან კარგი იქნება ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების გამოყენება და არა მარტო ხელისუფლებაზე. ამ პროცესმა გვანახა, რომ ხალხი ჩამოშორებულია და გადავიდა მეორე პლანზე. არადა, ამ დროს გაჭირვება, სიღარიბე შიმშილი უფრო მეტია და ჩვენ ვსაუბრობთ ვიღაცის შესვლა არშესვლაზე. ძალიან მალე უნდა მოგვარდეს ეს პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ ყველა ერთად გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. გიორგი ვაშაძეს და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ძალიან კარგი კომუნიკაცია აქვს ელჩებთან, მათ შორის ფასილიტატორ ელჩებთან, ჩვენ გვქონდა არჩევანი ან გულზე ხელდაკრეფილი ვყოფილიყავით და დავლოდებოდით პროცესს ან ჩვენი აქტიურობით ახალი შესაძლებლობა გაგვეჩინა მოლაპარაკების პროცესში. ვაშაძე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და მჯერა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.