პაატა მანჯგალაძე - ჩვენი ვალდებულებაა, ხვალ პარლამენტში მივიდეთ და გავიაროთ რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ გიორგი რურუა საპატიმროდან გამოვიდეს
პაატა მანჯგალაძე - ჩვენი ვალდებულებაა, ხვალ პარლამენტში მივიდეთ და გავიაროთ რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ გიორგი რურუა საპატიმროდან გამოვიდეს

შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა პოზიციების დაფიქსირება. ასევე, ჩვენ გვაინტერესებდა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება. ჩვენი ვალდებულება არის, რომ ხვალ უნდა მივიდეთ პარლამენტში და გავიაროთ რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ გიორგი რურუა გამოვიდეს საპატიმროდან, შეწყალების პროცედურა დაიწყოს პრეზიდენტმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაზემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ სესიის მიმდინარეობისას დაზუსტდება საკითხები, რაზეც მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

„შევთანხმდით ცალსახად, რომ განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებაში, მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პოლიციელები, ასევე ის პოლიციელები, რომლებიც მხილებულ იქნებიან მომავალში ევროპული კონვენციის მეორე და მესამე მუხლის დარღვევაზე, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს, ამაზე კონსენსუსი გვაქვს. ძალიან კარგი განცხადება გააკეთა ნიკა მელიამ, რომ გადავხედოთ ამნისტიის საკითხს. აუცილებელია მედიატორების და მეორე მხარის თანხმობა. ამნისტიის პირობების დარღვევა გამოიწვევს ცალმხრივად ყველა შეთანხმებული პირობების დარღვევას, რაც არ არის ჩვენს ინტერესში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.