პაატა მანჯგალაძე - ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, ამერიკასთან უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ვიფიქრებდით
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, ამერიკასთან უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ვიფიქრებდით

ჩვენ გვინდა, ბევრ ქვეყანასთან გვქონდეს უვიზოდ მიმოსვლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, საქართველოს ბევრ ქვეყანასთან ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა.

„ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, ჩინეთზე წინ ამერიკასთან უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ვიფიქრებდით. ჩინეთთან კარგია, მე მინდა, რომ ბევრ ქვეყანასთან ჰქონდეს საქართველოს უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.