პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ერთობის მომხრე ვართ, ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან ცალმხრივად გამოცხადებული სიყვარულია დანარჩენი ოპოზიციის მიმართ
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ერთობის მომხრე ვართ, ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან ცალმხრივად გამოცხადებული სიყვარულია დანარჩენი ოპოზიციის მიმართ

არავის არაფრის კომპლექსი აქვს, მგონი, ერთმანეთის კომპლექსები ყველამ დაძლია, ახლა მთავარი საკითხია, ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში, დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში 20 პროცენტზე მეტი არ დაიხარჯოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სჭირდება გაერთიანება.

„ჩვენ ერთობის მომხრე ვართ, ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან ცალმხრივად გამოცხადებული სიყვარულია დანარჩენი ოპოზიციის მიმართ. თუ ძალა ერთობაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიულობაზე წინ საქართველო დგას, რომელიც ახლა საფრთხეშია. ნაბიჯები გადავდგით და ვისაც მოუნდება, ხელი გამოწვდილი გვაქვს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.