პაატა მანჯგალაძე - ჩემი ამოცანა არ არის დამხობა, ჩემი ამოცანაა, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ, მათ შორის „ქართული ოცნების“ იმ ნაწილმა, ვისაც ნამდვილად საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია უნდა
პაატა მანჯგალაძე - ჩემი ამოცანა არ არის დამხობა, ჩემი ამოცანაა, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ, მათ შორის „ქართული ოცნების“ იმ ნაწილმა, ვისაც ნამდვილად საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია უნდა

დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მტერმაც და მოყვარემაც დაინახოს, რომ ევროპაში ინტეგრაცია ერთი ჯგუფის ახირება არ არის, ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციური არჩევანია და ქართველი ერი ამ არჩევანის ერთგულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.​

„არ მინდა, აქციაზე დღეს მოსულ ადამიანებს შეექმნათ ცრუ წარმოდგენა, თითქოს ერთი აქციით, რამდენიმესაათიანი დგომით, წარმატებას მივაღწევთ. არა, ეს იქნება რუტინა და ჩვენ რამდენიმე აქციის ჩატარება მოგვიწევს, რათა ხელისუფლებამ ნახოს, თუ ისინი აშკარად დაუპირისპირდებიან ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ხალხი ისტორიის სანაგვეზე გაუშვებს. ჩემი ამოცანა არ არის დამხობა და ვინმეს დამარცხება. ჩემი ამოცანაა, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ, მათ შორის „ქართული ოცნების“ იმ ნაწილმა, ვისაც ნამდვილად საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნისთვის კარგი უნდა. დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც რუსულ ჭაობში მიაქანებენ საქართველის, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენ მათთან არანაირი საერთო არ გვაქვს და ამ ნაწილთან ვერპოლარიზება დასრულდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.