პაატა მანჯგალაძე - ბელარუსის საკითხი არ შემისწავლია, რუსეთთან თუ პირდაპირ თანამშრომლობაშია სანქციების მხრივ, მისი სანქცირება ბუნებრივად მოხდება
ბელარუსის საკითხი არ შემისწავლია. ბელარუსი თუ რუსეთთან პირდაპირ თანამშრომლობაშია სანქციების გვერდის ავლაში, რა თქმა უნდა, მისი სანქცირება ბუნებრივად მოხდება, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მანჯგალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, „უნდა შეწყდეს თუ არა ფრენები ბელარუსთან“, რაზეც მანჯგალაძემ აღნიშნა:
„ბელარუსის საკითხს რაც შეეხება, დასავლეთს სანქცირებასთან დაკავშირებით მარტივი სტანდარტი აქვს. ყველა კომპანია და სახელმწიფო, რომლებიც მონაწილეობენ სანქცირებულ სახელმწიფოსთან, სანქცირებულ კომპანიებთან, ავტომატურად სანქციების ქვეშ ექცევიან. არ ვიცი, საკითხი არ შემისწავლია. ბელარუსი თუ რუსეთთან პირდაპირ თანამშრომლობაშია სანქციების გვერდის ავლაში, რა თქმა უნდა, ბუნებრივად მოხდება მისი სანქცირება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.